იმედი მომავლისა » PoEzIa.Ge POEZIA♥GE | ჩვენი პოეზიის საიტი

 იმედი მომავლისა
იმედი მომავლისა

ღამეა... თეთრად აფეთქებულ დედამიწას დამცინავი ღიმილით მომზირალი მთვარე ოდნავ ანათებს. ჩაფიქრებული ვარსკვლავები გზააბნეული ბოშებივით ბჟუტურებენ ცაზე, ისიც აქა-იქ თუ გამოანათებს და ისევ მიიბნიდება...

ხმაურიანი დღისაგან დაღლილი ქუჩაში, სახლიდან გამოგდებული ძაღლივით დავეხეტები და ვცდილობ ჩემ თავთან გავარკვიო, რატომ არის ამხელა განსხვავება დღესა და ღამეს შორის... იქნებ მხოლოდ ბუნების შედევრია... ან იქნებ სიკეთისა და ბოროტის თვალსაჩინო გამოხატულებაა...

-ვინ იცის, ვინ იცის... ეჰ, ნეტავ შემეძლოს მთვარესთან ლაპარაკი...

ახალი წლის დადგომას წუთებიღა უკლია... იწყება ახალი დრო, ახალი შეგრძნებებით დატვრითული... მერედა როგორი სიხარულით, ბათქით ხვდებიან?! თითქოს სინათლის ნაპერწკალი მოჰქონდეს მათთვის. თუმცა ისიც საკითხავია რა იყო და რა იქნება... როცა დაბერებულ კაცობრიობას აღარაფრის შნო აღარ აქვს, მეტი რაღა დარჩენია თუ არა მომავლის იმედად არსებობა... ჰოდა ცხოვრობენ ასე წლიდან წლამდე, სანამ იმედად ქცეული ახალი წელი არ შემიჭრება ბათქით, ზეიმით... მერე კი ისე მიდის ქვეყნის ვალს აქვე ტოვებს... და კვლავ იმედი... სისულელეა... აი, აზრებიი... ზარები, ზარები... ზარებიც...

ხელი ჩამომართვი ახალო წელო, დატვირთულო სიხარულით. მომავლის იმედო, აბა შენ იცი რით გაგვახარებ კვლავ, რით დაგვამწუხრებ, რამდენს დაბადებ და ისე მტვრად აქცევ... გილოცავთ ხალხო, გილოცავთ ამ მშვენიერ წამს... ეს თქვენი დროა პოეტებო... ამღერდით მთებო, შემოჰკარით დაფდაფებს... დავიწყოთ ლხინი... ამაღამ დარდისთვის სადა გვცალია. გაბრწყინდი მთვარევ, გაიხარე და ჩვენც გაგვახარე შენი სინათლით, გაიზიარე ჩვენი ლხინი და მერე... მერე რა?!.. ვითომ ჯერ არ გაუცრუებია ხალხის გულები საათის ისრებზე ნაწილ-ნაწილ აკრეფილ წლებს...

მაგრამ იმედი?.. ის ხომ ჯერ კიდევ ცოცხლობს... ჯერ არ დაბერებულა... იცოცხლე სულო ჩემო, იცოცხლე მომავლის იმედით და არასოდეს აეკინძო საათის ისრებს...


ჩანახატები | By: sosia | Comments: (0)

კომენტარების დამატება
   
 
სახელი: 
პაროლი: 
 
თანამედროვე მწერლები

  • რ.აბუსელიძე
  • მ.ცეცხლაძე
  • ო.სვანიძე
  • ა.ბერიძე
  • გ.გაბაიძე
  • ბ.ახალაია
  • ბ.აბულაძე
  • ნ.ბერიძე
  • გ. ჯაბავა
  • ნ.ჩერქეზიშვილი
  • ახალბედა მწერლები

  • თ.მინდიაშვილი
  • ო.სვანიძე
  • როგორ ხარ?

    კარგად love
    ცუდად recourse
    რავი no
    ვარ რა what


    » ერთი ღერი სიცოცხლე..
    » რომ არ მიყვარდე
    » ცოტა-ცოტა გინატრე.
    » ბათუმი XV - არადი
    » მინდა ჩაგეხუტო P.S 500 ე ...
    » დედა
    » შემიცოდე...
    » შენი თვალები სითფოთ ...
    » სადღეგრძელო P.S 200 - სია ...
    » Glen Hansard and Marketa Irglova - - - If You Want Me
    საიტზეა: 5
    სტუმარი: 25
    მომხამრებელი: mariKuni, ninaka, beqa, HOP1, lado, barbaqadze, Username
    ჩუჩელა: Google Bot, crawl Bot

    ბოლო 20_ი შემოსული: mariKuni, barbaqadze, beqa, Username, tika, HOP1, lonely lover, Temo, pekinelka, crazy emo, mari-marikunia, patala_mali, lulu, MiLeY, wuka, tamta-batumeli, gameskil, quqni, t_a_k_o_151, mari_mari7441

    თუ ვინმეს რაიმე დახმარება გინდათ ჩვენ საიტთან დაკავშირებით დაუკავშირდით საიტის ადმინისტრაციის დამხმარეს
    My status
    დაკლიკე აქ
    {counters}