სიცოცხლის ჩანგებს მივაშუროთ ისევ თასებით, მრავალ წყურვილთა გახელებით, გაათასებით… ტკბილი და მწარე… სულ ერთია… ცეცხლი მაგარი, საქართველოსთვის გრიგალია და ნიაგარი…
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მეწყერი გარინდებულა, არ იძვრის, გინდა შესწყერი! მე მინდა ვუთხრა უძრავებს: წინ წყალი, უკან მეწყერი! ეს უძრაობა დროდადრო მეც მიშლის - შრომა მჩვევია, მაგრამ წრფელ ხმაში არასდროს ყალბი არ გამირევია.