აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო... -რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:) -მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული? -აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? -"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ! - ბიჭო შენი შეყვარებული სადაა? -ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა... ***
ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს!
* * * - ნათი, ნათი, როგორ ხარ? - კარგად, მარი, შენ როგორ ხარ? - მეც კარგად, რას შვები ემზადები ხვალისთვის? - აბა რა, იცი, როგორ მიხარია?! - მეც ძალიან მიხარია, ნათი, იცი, გუშინ ახალი კაბა ვიყიდე, ხვალ ვიცვამ. შენ რა ქენი? - მე ის ვიყიდე, იმ დღეს რომ მომეწონა. - ჰოო, ხვალ დილით გამოსვლამდე დაგირეკავ და ერთად ავიდეთ სკოლაში... * * *
ქარი ტვინს ყინავდა,აჟრჟოლებდა მდელოს და სადღაც შორს,დიდ გორაკზე,ტყის დასაწყისში ორი მეგობარი თამაშობდა,გოგონა წითელი კაბით და მგელი,ხან იქით კოტრიალობდნენ ხან აქეთ..ქარი მის თმებში ფოთლებს რევდა და დროც მიდიოდა,მიდიოდა ნაზად...
იმ ღამეს,პირველად დამესიზმრა სიზმარი,დამესიზმრა ზღვა რომელზეც თეთრად ელვარებდა მთვარის თმები,ზღვაზე მე დავდიოდი და როდესაც მთვარემდე მივედი,ის ჩაქვრა,ხელები მისკენ მივიშვირე ის კი ჩაქვრა,ვტიროდი,ო ისე ვტიროდი...
ცხოვრებაში არასდროს შემიმჩნევია მისნაირი,მისი საოცარი თვალები რომელშიც ათასი ოქროსფერი ნაოჭი იყო,გარშემო მწვანე გარსი ეკრო და ცისფრად ელვარებდა,საოცარი იყო ის და მისი სახე,მოგრძო,წვრილი სწორი ცხვირით და ერთი ზომის ტუჩებით,მისნაირი არ არსებობდა,თავი მასზე დაბალი მეგონა,არა მარტო სიმაღლით არამედ რაღაცით რაც მას ქონდა და მე არ გამაჩნდა..
გავიდა ხანი,დრომ თავისი ქნა,როგორც ყოველთვის გაიქცა და ყველა თან წაიყოლა,კეკლუცი გოგონა კოპლებიანი კაბით ნაზად დაფარფატებდა ზაფხულის გრილ დილას ტყეში,ტყე ბურუსში იყო გახვეული,ისმოდა ჩიტების,კალიებისადა ქარის ჩურჩული,სიჩუმეს კი ნაზი,გოგონას ღიღინი არღვევდა..
როდესაც წვიმს,თვალებიც ციმციმებენ წვიმას აყოლილნი და ისე უნდათ რომ წვიმაში იცეკვონ,ლადინია კი იჯდა ფანჯრის რაფაზე და წვიმას უმზერდა,წვეთები ნაზად ეხეთქებოდნენ მინას და ცრემლებით ასველებდნენ,ყოველი ხელის მიდებაზე კი მისი ორთქლი წამიერად ჩნდებოდა მინაზე,მერე ისევ ქვრებოდა და იდუმალ საღამოს მხოლოდ მგლის ყმუილი არღვევდა სიჩუმეს..
როდესაც ზეცაში ბოლო ვარსკვლავი ჩაქვრა,მაშინ შეწყდა ნათება და მზის პირველი,წითელი სხივები შემოიჭრა უსიცოცხლო ცაში და გაანათა სიცარიელე,სიჩუმე გაანათა და სადღაც შორს,ძალიან შორს მწუხარების დუმილში სიჩუმის სიმღერა ისმოდა,ისმოდა ნაზად,მშვიდად და სულში საოცარი იდუმალება სუფევდა,სუფევდა მის გულში უბრალო გულში,პატარა ადამიანში რომელიც ზღვაში წვეთი იყო ამ უზარმაზარ სამყაროში..
-მიშველე გიო, ვიხრჩობი, მიშველე-ძლივს აღწევდა ჩემამდე ხმა. შეშინებულმა ზღვაში შევცურე. მეშინოდა არ დამხრჩვალიყო, ამიტომ ხელებს სწრაფად ვუსვამდი. სიბნელის გამო მიჭირდა მისი დანახვა. ფაქტიურად ვერ ვხედავდი მხოლოდ ხმით ვხვდებოდი თუ საით უნდა გამეცურა.