როგორ გადაუარე ოცნებების ხალიჩას, გრძნობა ფეხსაცმელივით ჩაიცვი და წახვედი, დარდმა წუთისოფელი სამუდამოდ გახლიჩა, მე ხიდს აქეთ დავრჩი და ფიქრებს შენზე ვახელებ.
მაკოცე!… დაირღვევა მისჯილი დუმილი, მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი… მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს… მაკოცე…
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს, ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
პლანეტარიის მუდმივი ბრძოლა წმინდანის სახე ხატად ქცეული, ღვთის მოლოდინში მოკვდავის თრთოლა ტყე პეიზაჟად გადაქცეული... სამოთხიდან მას ზღვის ტალღა ურტყამს ოქროს ქვიშები მიწას ამშვენებს, ნიავი უფლის სუნთქვას ჰგავს, ჩუმად მთის კალთებს ბროლის ნისლში ამშვიდებს.